Le Parisien: მბაპემ
Aa
Aa

Le Parisien: მბაპემ "მონაკოში" დარჩენა გადაწყვიტა!

ფრანგული Le Parisien-ის ინფორმაციით, კილიან მბაპემ გადაწყვიტა, რომ "ლუი II"-ზე კიდევ ერთი წლით დარჩეს.

როგორც დაიწერა, მბაპე მომავალ კვირაში "მონაკოს" პრეზიდენტს შეხვდება და თავის მომავალთან დაკავშირებით დაელაპარაკება.

მბაპესა და მის ოჯახს სრული გარანტიების მიღება სურთ, რომ თინეიჯერი შემტევი მუდმივად ძირითადში იქნება, რითაც მას მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების შანსი გაუჩნდება.

თუმცა ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ მადრიდის "რეალი" და სხვა მსურველი კლუბები ტრანსფერზე მუშაობას არ გააგრძელებენ. შესაძლოა გარიგება წელსვე შედგეს, თუმცა მბაპე სხვა კლუბში მომავალ ზაფხულს გადავიდეს.

"მონაკოს" ერთ-ერთ ლიდერს კლუბთან კონტრაქტის ვადა 2019 წლის 30 ივნისს ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები