„სეზონი მაღალ ნოტაზე დავასრულეთ“ - ლუკა ბერულავას კომენტარი ტრიუმფის შემდეგ
Aa
Aa

„სეზონი მაღალ ნოტაზე დავასრულეთ“ - ლუკა ბერულავას კომენტარი ტრიუმფის შემდეგ

ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას სპორტული წყვილი იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა. ქართულმა დუეტმა ტალინში მიმდინარე პირველობაზე შესანიშნავად ისრიალა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ოქროს მედლის დასაკუთრების შემდეგ, ბერულავა Isu.org-ს ესაუბრა და მოკლე კომენტარი გააკეთა: „ძალიან გახარებულნი ვართ, სეზონი მაღალ ნოტაზე რომ დავასრულეთ. ძალიან გრძელი და დატვირთული სეზონი იყო, რომლის დროსაც ბევრ ტურნირში მივიღეთ მონაწილეობა და ოქროს მედლის მოპოვება შესანიშნავი შეგრძნებაა.

საქართველოს გამო ბედნიერნი ვართ. საქართველოში უკვე რამდენიმე წარმატებული მოციგურავე გვყავს, მალე საციგურაო მოედანიც აშენდება და იმედი მაქვს, ეს ფიგურული ციგურაობის განვითარებას ხელს შეუწყობს“.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალ პროგრამაში საფინამ და ბერულავამ მსაჯებისგან 120.35 ქულა დაიმსახურეს, რაც ოქროს მედლის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. ქართული დუეტის ტექნიკური ელემენტები 59.40 ქულად შეფასდა, ხოლო პრეზენტაციაში მათმა ქულამ 60.95 შეადგინა და ქართულმა წყვილმა წარმატებას დიდი უპირატესობით მიაღწია. მათ მეორეადგილოსან ავსტრალიელებს 18.21 ქულით გაუსწრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორე გამარჯვება - არველაძის ჰალ სიტიმ კარდიფი დაამარცხა
ზედიზედ მეორე გამარჯვება - არველაძის ჰალ სიტიმ კარდიფი დაამარცხა