ოქროს მედალი ტალინიდან - კარინა საფინა და ლუკა ბერულავა მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ
Aa
Aa

ოქროს მედალი ტალინიდან - კარინა საფინა და ლუკა ბერულავა მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, იუნიორთა შორის ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეორე დღეს მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა და კარინა საფინა და ლუკა ბერულავა მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

მოკლე პროგრამის შემდეგ, ქართული წყვილი პირველ ადგილს იკავებდა და თავისუფალ პროგრამაში შესანიშნავად იასპარეზა. საფინამ და ბერულავამ მსაჯებისგან 120.35 ქულა დაიმსახურეს, რაც ოქროს მედლის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. ქართული დუეტის ტექნიკური ელემენტები 59.40 ქულად შეფასდა, ხოლო პრეზენტაციაში მათმა ქულამ 60.95 შეადგინა და ქართულმა წყვილმა წარმატებას დიდი უპირატესობით მიაღწია.

საფინამ და ბერულავამ მეორეადგილოსან ავსტრალიელებს 18.21 ქულით გაუსწრეს. გოლუბევამ და გიოტოპულოსმა ორი პროგრამის ჯამში, 169.91 ქულა დაიმსახურეს, მესამე პოზიცია კი ბრუკ მაკინტოშმა და ბენჟამინ მიმარმა დაიკავეს - 156.80.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორე გამარჯვება - არველაძის ჰალ სიტიმ კარდიფი დაამარცხა
ზედიზედ მეორე გამარჯვება - არველაძის ჰალ სიტიმ კარდიფი დაამარცხა