ბილეთების გაყიდვის პრინციპი იცვლება - ბარსელონაში ზომები მიიღეს
Aa
Aa

ბილეთების გაყიდვის პრინციპი იცვლება - ბარსელონაში ზომები მიიღეს

„ბარსელონა“ ბილეთების გაყიდვის პრინციპს ცვლის, რათა არ განმეორდეს ის, რაც „აინტრახტთან“ მოხდა. „ბლაუგრანას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამიერიდან, ევროტურნირებზე გასამართი მატჩების ბილეთებზე მყიდველთა სახელები იქნება დატანილი და მათ შესაძენად იდენტობის დადასტურება იქნება საჭირო.

„34 440 ბილეთი გვქონდა გასაყიდად გატანილი და გერმანული საკრედიტო ბარათისა და გერმანული აიპი მისამართის მქონე კომპიუტერებზე შეზღუდვა დავაწესეთ. გამომდინარე აქედან, კლუბს გერმანელებისთვის ბილეთები არ მიუყიდია.

საწყისი 24 საათის განმავლობაში ბარსელონას კლუბის წევრებს პრივილეგია ჰქონდათ, შემდეგ კი ისინი ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი. საბოლოოდ, გამოვიდა ისე, რომ მათ, ვინც ბილეთების შეძენა მოახერხეს, ისინი გერმანელებს გადაუგზავნეს და ამის სამხილებიც გვაქვს. იმისთვის, რომ ეს არ განმეორდეს, ევროტურნირების ბილეთებზე მყიდველთა სახელები იქნება დატანილი და მათ შესაძენად იდენტობის დადასტურება იქნება საჭირო.“

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „აინტრახტთან“ 2:3 დამარცხდა და მატჩს 30 000-ზე მეტი გერმანელი ქომაგი დაესწრო. საქმე იქამდე მივიდა, რომ „ბარსელონას“ გულშემატკივართა ნაწილმა პროტესტის ნიშნად შესვენებაზე ადგილები დატოვა და კლუბის ხელმძღვანელები გააკრიტიკა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორე გამარჯვება - არველაძის ჰალ სიტიმ კარდიფი დაამარცხა
ზედიზედ მეორე გამარჯვება - არველაძის ჰალ სიტიმ კარდიფი დაამარცხა