„დღეს ყველაფერი კარგად გამოვიდა“ - ლუკა ბერულავას კომენტარი გამოსვლის შემდეგ
Aa
Aa

„დღეს ყველაფერი კარგად გამოვიდა“ - ლუკა ბერულავას კომენტარი გამოსვლის შემდეგ

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. პირველი დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა და სპორტულ წყვილებში ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას დუეტმა მოკლე პროგრამაში პირველი ადგილი დაიკავა.

დამაჯერებელი ასპარეზობის შემდეგ, ბერულავამ Isu.org-ს მოკლე კომენტარი მისცა და მისი და საფინას პერფორმანსი შეაფასა: „ჩვენი გამოსვლით კმაყოფილნი ვართ. დღეს, ყველაფერი კარგად გამოვიდა და მუშაობას აუცილებლად განვაგრძობთ. ჩვენთვის ყველა ტურნირი ერთნაირად მნიშვნელოვანია და მათთვის ერთნაირად ვემზადებით, მნიშვნელობა არ აქვს საუბარი იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატს ეხება თუ რაიმე სხვა გათამაშებას“.

შეგახსენებთ, რომ ბერულავა-საფინას დუეტმა მსაჯებისგან 67.77 ქულა დაიმსახურა. ქართულმა წყვილმა ტექნიკურ ელემენტებში 37.06 ქულა მიიღო, ხოლო პრეზენტაცია 30.71 ქულად შეფასდა და ჩვენებური დუეტი თავისუფალი პროგრამის წინ გამოკვეთილი ლიდერია.

საფინა და ბერულავა მეორე ადგილზე მყოფ ანასტასია გოლუბევასა და ჰექტორ გიოტოპულუს მურს 6.05 ქულით უსწრებენ, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ანასტასია სმირნოვასა და დანილო სიიანიციას 60.38 ქულა აქვთ. სპორტულ წყვილთა შორის თავისუფალი პროგრამა ხვალ გაიმართება და იმედი ვიქონიოთ, რომ ბერულავა და საფინა მსოფლიო ჩემპიონები გახდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსი მწვრთნელი ხვიჩაზე: „ნაპოლიში ვერ ათამაშდება, იტალიაში ძალიან გაუჭირდება
რუსი მწვრთნელი ხვიჩაზე: „ნაპოლიში ვერ ათამაშდება, იტალიაში ძალიან გაუჭირდება"