ქართული წყვილის ბრწყინვალე ასპარეზობა - ბერულავა და საფინა პირველ ადგილზე არიან
Aa
Aa

ქართული წყვილის ბრწყინვალე ასპარეზობა - ბერულავა და საფინა პირველ ადგილზე არიან

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში იუნიორთა შორის ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. პირველი დღე სპორტულმა წყვილებმა დაასრულეს და ყინულზე კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას ქართული დუეტი ვიხილეთ. მათ შესანიშნავად ისრიალეს და ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში ფავორიტები არიან.

ბერულავა-საფინას დუეტმა მსაჯებისგან 67.77 ქულა დაიმსახურა, რაც პირველი ადგილის დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა. ქართულმა წყვილმა ტექნიკურ ელემენტებში 37.06 ქულა მიიღო, ხოლო პრეზენტაცია 30.71 ქულად შეფასდა და ჩვენებური დუეტი თავისუფალი პროგრამის წინ გამოკვეთილი ლიდერია.

საფინა და ბერულავა მეორე ადგილზე მყოფ ანასტასია გოლუბევასა და ჰექტორ გიოტოპულუს მურს 6.05 ქულით უსწრებენ, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ანასტასია სმირნოვასა და დანილო სიიანიციას 60.38 ქულა აქვთ. სპორტულ წყვილთა შორის თავისუფალი პროგრამა ხვალ გაიმართება და იმედი ვიქონიოთ, რომ ბერულავა და საფინა მსოფლიო ჩემპიონები გახდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსი მწვრთნელი ხვიჩაზე: „ნაპოლიში ვერ ათამაშდება, იტალიაში ძალიან გაუჭირდება
რუსი მწვრთნელი ხვიჩაზე: „ნაპოლიში ვერ ათამაშდება, იტალიაში ძალიან გაუჭირდება"