შვაინშტაიგერი „ბაიერნის“ დატოვებას არ აპირებს
Aa
Aa

შვაინშტაიგერი „ბაიერნის“ დატოვებას არ აპირებს

ინტერნეტ გამოცემა Sport1“-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის ბოლოს, მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი, კლუბს არ დატოვებს.

როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, მომდევნო სეზონს ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს და გერმანიის დატოვებას არ აპირებს. თავად ბასტიანის თქმით, ის მომავალ წელს, მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონის ჩატარებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები