მეტოქის ვინაობა ცნობილია - ქუთათელაძე ოქტაგონს ივნისში უბრუნდება
Aa
Aa

მეტოქის ვინაობა ცნობილია - ქუთათელაძე ოქტაგონს ივნისში უბრუნდება

ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს 19 ივნისს დაუბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით „ქართველი ვიკინგი“ ყაზახ დამირ ისმუგალოვს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია,რომ ისმუგალოვს UFC-ში 4 ბრძოლა აქვს გამართული და ოთხივე მოგებული. ყაზახმა სპორტსმენმა ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში  ალექს გორგესი , ჯოელ ალვარესი, ტიაგო მოიზესი და რაფაელ ალვეში დაამარცხა.

ჩვენ მებრძოლს კი გასული წლის 14 მარტს, დონ მადჯის წინააღმდეგ გასამართ შერკინებაზე უარის თქმა ტრავმის გამო მოუწია.

„ქართველ ვიკინგს“კარიერაში 12, ხოლო UFC-ში 1 გამარჯვება აქვს. გურამმა ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში სადებიუტო შერკინება მატეუშ გამროტის წინააღმდეგ გამართა და პოლონელი მებრძოლი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ქუთათელაძემ ტრავმის მოშუშების შესახებ საზოგადოებას 1 თებერვალს სოციალური ქსელით შეატყობინა :

„მიღებული ტრავმის გამო წელიწადზე მეტია სახლიდან, ოქტაგონიდან შორს ვარ. მუხლის ოპერაციიდან 8 თვის შემდეგ შემიძლია ვთქვა,რომ ტრავმები დაძლეულია. ვიზასთან დაკავშირებული პრობლემებიც მალე მოგვარდება. მადლობა ღმერთს, ყველაფერი მისი წყალობითაა. მე ვბრუნდები და მოვემზადები შემდეგი ორთაბრძოლისთვის, რომელიც იმედია მალე იქნება. დიდი მადლობა გვერდზე დგომისთვის“- წერდა ქუთათელაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ატლეტიკო 0:0 სიტი: გუნდებმა მატჩის შემდეგ გასახდელში იჩხუბეს
ატლეტიკო 0:0 სიტი: გუნდებმა მატჩის შემდეგ გასახდელში იჩხუბეს