მეკარის გოლი საკუთარი საჯარიმოს მისადგომებიდან - მოდენა ცალი ფეხით სერია ბ-შია
Aa
Aa

მეკარის გოლი საკუთარი საჯარიმოს მისადგომებიდან - მოდენა ცალი ფეხით სერია ბ-შია

სერია ც-ს მორიგ ტურში „მოდენამ“ „იმოლესეს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა გამარჯვება კი მეკარის, რიკარდო განიოს დამსახურებაა, რომელმაც მსაჯის მეირ კომპენსირებულ დროში, საკუთარი საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და „იმოლესეს“ გოლი გაუტანა.

სერია ც-ს დასრულებამდე ორი ტური დარჩა და „მოდენა“ სერია ბ-ში გადასვლასთან ძალიან ახლოს არის. იტალიური კლუბი სატურნირო ცხრილში 84 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ „რეჯინას“ 4 ქულით უსწრებს.

იმ შემთხვევაში, თუ „მოდენა“ მომავალ მატჩს მოიგებს, ავტომატურად სერია ბ-ს დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ „მოდენამ“ 36 ტურში 26 თამაში მოიგო, 4 წააგო, ხოლო 6-ჯერ ფრეს დასჯერდა.

განიოს გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები