გაბიგოლი მომავალ სეზონს
Aa
Aa

გაბიგოლი მომავალ სეზონს "ლას პალმასში" გაატარებს

მილანის „ინტერი“ 20 წლის ბრაზილიელი ფორვარდის, გაბრიელ ბარბოსას იჯარის თაობაზე ესპანურ „ლას პალმასს“ შეუთანხმდა.

ფეხბურთელი კანარის კუნძულურ კლუბში მომავალი სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

„ნერაძურიმ“ გაბიგოლი გასულ ზაფხულს დიდი ზარ-ზეიმით შეიძინა და მასში 30 მილიონი ევრო გადაიხადა.

ნიჭიერმა სამხრეთ ამერიკელმა პირველ წელს იმედები აშკარად ვერ გაამართლა - ჯამში მილანური კლუბის მაისურით მოედანზე მხოლოდ 183 წუთი გაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები