ბალოტელი
Aa
Aa

ბალოტელი "დორტმუნდში"! - დავუჯეროთ რაიოლას?

მარიო ბალოტელის აგენტმა, მინო რაიოლამ, მისი კლიენტის შემდეგი კლუბი დაასახელა.

როცა დღეს "დორტმუნდმა" ახალი მწვრთნელი, პეტერ ბოში წარადგინა, პრესკონფერენციაზე მოულოდნელად რაიოლაც გამოჩნდა, რამაც ჟურნალისტების ინტერესი გამოიწვია.

მათ ცნობილ აგენტს მისი იქ ყოფნის მიზეზი ჰკითხეს, ხომ არ უკავშირდებოდა ეს ბალოტელის "დორტმუნდში" გადასვლას, რაზეც რაიოლამ ასე უპასუხა:

"დიახ, ბალოტელი "დორტმუნდში" ითამაშებს".

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სიმართლეა ეს ნათქვამი. გერმანელები საერთოდ არ გამორიცხავენ, რომ აგენტმა ამ პასუხით უბრალოდ ჟურნალისტთა მოგერიება და მათთვის გახუმრება სცადა.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელის ფრანგულ "ნიცასთან" კონტრაქტი უსრულდება და ის 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები