საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
Aa
Aa

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდის მეორე შეხვედრა გამართა. ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა სომხეთის ნაკრებს 2 უპასუხო გოლი გაუტანა (2-0).

მატჩში ანგარიში 47-ე წუთზე, მაიკო ბებიას გოლით გაიხსნა, ხოლო 55-ე წუთზე ჩვენი გუნდის უპირატესობა ორამდე მარიამ მოდრეკილაძემ გაზარდა.

19-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: ეკა თაბაგარი (კოლხეთი, ხობი), ლიკა ცუხურკაიძე (ბახტრიონი, ახმეტა)

დაცვა: ნინო ჯგუშია (ნორჩი დინამო, თბილისი), დიანა ბაქრაძე (დინამო, სოხუმი), თამარ სვანიძე (კოლხეთი, ხობი), მარი ბეგიაშვილი (ნიკე, თბილისი), ელენე ენჯიბაძე (გორი იუნაიტედი)

ნახევარდაცვა: მარიამ ცისკარიშვილი (ბახტრიონი, ახმეტა), ანა გობრონიძე (ლანჩხუთი), ნატა კვირკვაია (კოლხეთი, ხობი), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი), ლიზი დიასამიძე (ბათუმი), რუსუდან მანაგაძე (გორი იუნაიტედი), ანა კვახაჯელიძე (დინამო, სოხუმი), ლიკა ქობალავა (კოლხეთი, ხობი)

თავდასხმა: მარიამ მოდრეკილაძე (ნორჩი დინამო, თბილისი), ლიკა მანუჩარიშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი).

B ლიგის მეორე რაუნდის მესამე შეხვედრას საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები 11 აპრილს, სლოვაკეთის ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 14:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის ფარგლებში, B ლიგაში მოთამაშე გუნდები A ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძოლებენ. B ლიგის 6 ჯგუფის გამარჯვებულთან ერთად, A ლიგის საგზურს საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პასიკაშვილი: ,,საკუთარ სტადიონზე ასეთი ანგარიში ორმაგად გულდასაწყვეტია
პასიკაშვილი: ,,საკუთარ სტადიონზე ასეთი ანგარიში ორმაგად გულდასაწყვეტია"