უკვე ოფიციალურად - საქართველო წყალბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
Aa
Aa

უკვე ოფიციალურად - საქართველო წყალბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

რამდენიმე დღის წინ, გაჩნდა ვარაუდი, რომ წყალბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების ნაცვლად საქართველო იასპარეზებდა. მოგეხსენებათ, რუსეთს ბელარუსს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ევრო სარბიელზე ასპარეზობის უფლება ჩამოერთვათ.

დღეს კი ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საქართველო წყალბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. ინფორმაცია საერთაშორისო საწყლოსნო ფედერაციამ(FINA) გაავრცელა.

აღნიშნულმა ორგანიზაციამ, თავის ვებ-გვერდზე მსოფლიო ჩემპიონატის კალათები გამოაქვეყნა, სადაც საქართველო ფიგურირებს. ჩვენი ნაკრები მეოთხე კალათში მოხვდა.

მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა 12 აპრილს გაიმართება. საქართველოს გარდა მონაწილე ქვეყნები არიან: უნგრეთი(მასპინძელი), ამერიკა, მონტენეგრო, ავსტრალია, იაპონია, ყაზახეთი, კანადა, ბრაზილია, ხორვატია, ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია, სერბეთი, გერმანია, სამხრეთ აფრიკა.

ცნობისთვის, წყალბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ქალაქ ბუდაპეშტში 20 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები