ბაადურ ჯობავამ იტალიის საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა
Aa
Aa

ბაადურ ჯობავამ იტალიის საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა, ბაადურ ჯობავამ იტალიაში გამართული საერთაშორისო ტურნირი Grandiscacchi Cattolica International წარმატებით დაასრულა.

ქართვლემა მოჭადრაკემ ტურნირზე 9-დან 6,5 ქულა დააგროვა და ს.ლ. ნარაიანანთან (ინდოეთი), პრაგანანანდჰასთან (ინდოეთი), ლივიუ ნისიეპანუსთან (გერმანია), ლორენცო ლოდიჩთან (იტალია), არსენი ნესტეროვთან (რუსეთის საჭადრაკო ფედერაცია) და ლუკა მორონისთან (იტალია) I-VII ადგილები გაინაწილა.

ამასთან, დამატებითი მაჩვენებლების გათვალისწინებით, ბაადურ ჯობავამ ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ივნისში იჩხუბებს - რომან დოლიძე ოქტაგონს უბრუნდება
ივნისში იჩხუბებს - რომან დოლიძე ოქტაგონს უბრუნდება