Aa
Aa

"ლივერპული" ვან დიიკთან ერთ ნაბიჯშია

„საუთჰემპტონის“ ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დიიკი, შეგვიძლია ამიერიდან „ლივერპულის“ ფეხბურთელად ჩავთვალოთ.

BBC-ს ცნობით, „ლივერპულმა“ მის მსურველ კლუბებს აჯობა და „საუთჰემპტონს“ ტრანსფერზე შეუთანხმდა.

მერსესაიდელებს 25 წლის ნიჭიერი უკანახაზელის შეძენა 55 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

ვან დიიკს კარიერს განმავლობაში "გრონინგენსა" და "სელტიკში" უთამაშია, ხოლო ჰოლანდიის ეროვნულ გუნდში 12 მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები