ტერაშვილის ოქრო - ფინალში იტალიელი იპონით დაამარცხა
Aa
Aa

ტერაშვილის ოქრო - ფინალში იტალიელი იპონით დაამარცხა

ანტალიის გრანდ სლემზე -73 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი ტერაშვილმა ფინალში იტალიელ მანუელ ლომბარდოს იპონით სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე მიმავალ გზაზე ფილიპინელ კეისეი ნაკანოს, მონღოლ ანხზაია ლავჯარგალს, რუმინელ ალექსანდრუ რაიკუსა და ყაზახ ჟანსაი სმაგულოვს სძლია.

შეგახსენებთ, ანტალიის გრანდ სლემზე ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ფინალში ტაიპელ იუნგ ვეი იანგთან დამარცხდა. 

რაც შეეხება ჩხვიმიანის ფინალამდე განვლილ გზას, მან სლოვენიელი დავიდ სტარკელი,  ყაზახ ბაიურჟან ნარბაიევი და ბერძენი სავა კარაკიზიდი დაამარცხა. ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს იპონით სძლია, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ოქროს მედალი ვერ მოიპოვა.

ვიდეო: სილქ უნივერსალი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს შანსი - ტერაშვილი ანტალიის გრანდ სლემის ფინალშია
ოქროს შანსი - ტერაშვილი ანტალიის გრანდ სლემის ფინალშია