Aa
Aa

"სპურსი" კრის პოლით დაინტერესდა

"კლიპერსის" გამთამაშებელი კრის პოლი "სან ანტონიოში" გადასვლაზე ფიქრობს. დიდი შანსია იმისა, რომ გამთამაშებელმა ზაფხულში კალიფორნიულ კლუბთან კონტრაქტი აღარ გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

პოლს სურს, რომ ძალები კავაი ლეონარდთან და გრეგ პოპოვიჩთან მოსინჯოს და რათქმაუნდა იმედი აქვს, რომ ტექსასურ კლუბთან ერთად წარმატებას მიაღწევს.

ESPN-ის ცნობით "კლიპერსმა" პოლის დარჩენისთვის უკვე დაიწყო ბრძოლა. ლოს ანჯელესელები შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ , რათა პოლი კონტრაქტის გაგრძელებაში დაარწმუნონ.

საუბარი მიდის ჯერი უესტზე, რომელიც ბოლო რამდენიმე სეზონი "გოლდენ სტეიტის" მმართველობაში იყო.

დიდი ალბათობით, "სპურსის" ხელმძღვანელობისა და კრის პოლის შეხვედრა ივლისის დასაწყისში შედგება.  "სან ანტონიოს" ტრანსფერის გასაჩარხად სახელფასო ბიუჯეტის თანხის გამოთავისუფლება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები