„საქმე მომავალ ვარსკვლავთან გვაქვს
Aa
Aa

„საქმე მომავალ ვარსკვლავთან გვაქვს" - ნაპოლის ოფიციალური რადიოს ჟურნალისტი ხვიჩაზე

იტალიური „ნაპოლის“ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ის ჟურნალისტმა და საფეხბურთო ექსპერტმა, პაოლო დელ გენიომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. დელ გენიომ „კვარას“ ანალიზი შემოგვთავაზა და ქართველი ფეხბურთელი დაახასიათა.

„კვარაცხელია? ეს ბიჭი შევისწავლე და უნდა ვთქვა, რომ ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. საქართველოს ნაკრებში მისი თამაში ვნახე და შევამჩნიე, რომ შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა. იგი სწრაფია, შესანიშნავი დრიბლინგი აქვს და ჩემი აზრით, საქმე მომავალ ვარსკვლავთან გვაქვს.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულერთია, იტალიაში, ინგლისში ან სხვა უმაღლეს დონის ჩემპიონატში რომ არ უასპარეზია. სიმართლე ისაა, რომ თუ ფეხბურთელი ძლიერია, ეს ადვილადაა შესამჩნევი. ჩვენი მსგავსი გუნდისთვის ასეთი ტრანსფერი გადატრიალებას ჰგავს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნაპოლი ტრანსფერს დახურავს“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, იტალიურ პრესაში ხვიჩაზე ახალი ინფორმაცია დაიწერა. AreaNapoli.it-ის ინფორმაციით, მას თვალს ლონდონის „არსენალი“ ადევნებს და შესაძლოა, „მეთოფეებმა“ „პარტენოპეის“ კონკურენცია გაუწიონ.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ოფიციალური რადიო:
ნაპოლის ოფიციალური რადიო: "ნაპოლი დარწმუნებულია, რომ ხვიჩას ივნისში გაიფორმებს"