21-წლამდე ნაკრები მაისსა და ივნისში მორიგ ამხანაგურ მატჩებს გამართავს
Aa
Aa

21-წლამდე ნაკრები მაისსა და ივნისში მორიგ ამხანაგურ მატჩებს გამართავს

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები გორში, ესტონეთის ახალგაზრდული გუნდს დაუპირისპირდა. თენგიზ ბურჯანაძეზე გამართული წლის პირველი მატჩი ჩვენი გუნდის სრული დომინირებით წარიმართა და ანგარიშით  - 4:1 დასრულდა.

საქართველო 4-1 ესტონეთი

ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ  ევრო 2023-ისთვის მზადების გეგმებზე სქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ისაუბრა და დაანონსა, რომ ნაკრები წელს კიდევ რამდენიმე შეკრებას გეგმავს:

,,2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისში, რა თქმა უნდა, მატჩები კიდევ არის დაგეგმილი. ეროვნული ნაკრების კალენდარზე ვართ დამოკიდებულები. სხვაგვარად ფეხბურთელების მოწვევას ვერ მოვახერხებთ. ამიტომ, ყველა შეკრება და თამაში უმნიშვნელოვანესია.

გასული წლისგან განსხვავებით, მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე წელს 4 სანაკრებო ფანჯარაა. ვცდილობთ, რომ მაქსიმალური რაოდენობის თამაშები ჩავატაროთ. უახლოესი შეკრება მაის-ივნისში გვაქვს. მეტოქეებს რაც შეეხება, რამდენიმე გუნდთან არის მოლაპარაკება, წინასწარი დასტურიც გვაქვს. უბრალოდ, შესარჩევი ციკლი ივნისში მთავრდება და გაურკვევლობაში არიან, ჩვენი მეტოქეების ვინაობა ამის გამო, მოგვიანებით გაცხადდება.

კიდევ ვიხილავთ თუ არა ჩვენს მოთამაშეებს ეროვნულ ნაკრებში? ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემს მუშაობაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანია, ქვეყნის პირველ გუნდში რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი ინტეგრირდეს. თავად ვილი სანიოლის მიდგომა არის მკაფიო და კარგი – ეროვნული ნაკრების ყველა შეკრებაზე ახალ სახეებს ვხედავთ და ამიტომ გამორიცხული არაფერია. უფრო მეტ ინფორმაციასაც ვფლობ, მაგრამ, ამაზე დღეს ვერ ვილაპარაკებ".

21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო 2023 წელს იქნება. 21-წლამდე ნაკრებების ევროპის 24-ე ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში, საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ევრო 2023-ის ფინალური მატჩი ბათუმში შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.

თავდაპირველად, ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა, თუმცა UEFA-ს საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციით, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობის შედეგად შეიმუშავეს, ჯგუფური ეტაპის მატჩები ფოთის ნაცვლად, ქუთაისში გაიმართება.

21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის გამართვის უფლება საქართველომ 2020 წლის 3 დეკემბერს, UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოიპოვა.

ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებენ.

სვანაძის კომენტარი: 1TV

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რევაზ არველაძე: ,,ხვიჩას აქვს უნარი ისე აფეთქდეს, შედეგზე გავლენა იქონიოს
რევაზ არველაძე: ,,ხვიჩას აქვს უნარი ისე აფეთქდეს, შედეგზე გავლენა იქონიოს"