ისტორიული შედეგი და მომავლის ოპტიმიზმი: 10 ქართველი შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე
Aa
Aa

ისტორიული შედეგი და მომავლის ოპტიმიზმი: 10 ქართველი შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე

ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. დამოუკიდებელი ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ქართველმა სპორტსმენებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს. მორის ყვითელაშვილის მსგავსად კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილი მე-4 ადგილზე გავიდა. ასევე, ანასტასტია გუბანოვამ მე-6 პოზიცია დაიკავა, რაც ასევე წარმატებად მიიჩნევა.

ქართველთაგან მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო გამოსვლა მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა შემოგვთავაზა. თავისუფალ ცეკვებში 96,62 ქულით მე-14 ადგილზე გავიდნენ. რაც შეეხება საერთო ჩათვლას, 31 წვილს შორს 165,38 ქულით მე-15 პოზიცია დაიკავეს.

მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წელს იაპონიის ქალაქ საიტამაში 20-26 მარტს გაიმართება. საქართველოს სახელით შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე 10 სპორტსმენი გამოვა.

მიმდინარე წლის მსოფლიოს ჩემპიონატი 27 დეკემბერს საზეიმოდ დაიხურება.

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მორის ყვითელაშვილმა მე-4 ადგილზე დაასრულა. მან თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან 179,42 ბალი მიიღო (93,42 - ტექნიკურ ელემენტებში, 86,00 - პროგრამულ კომპონენტებში) და მე-5 პოზიციაზე გავიდა. მოგეხსენებათ, მოკლე პროგრამაში 92, 61 ქულით მე-7 პოზიცია დაიკავა. საერთო ჯამში მის ანგარიშზე 272, 03 ქულაა და მხოლოდ სამ მოციგურავეს ჩამორჩა. ეს შედეგი მის კარიერაში საუკეთესოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები