ზიდანი: პოგბასადმი „რეალის“ ინტერესი სრულიად ლოგიკურია
Aa
Aa

ზიდანი: პოგბასადმი „რეალის“ ინტერესი სრულიად ლოგიკურია

როგორც ცნობილია, მადრიდის „რეალი“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ, პოლ პოგბასადმი ინტერესს უკვე ძალიან დიდი ხანია რაც იჩენს. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი მადრიდელების სარეზერვო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ მას „რეალის“ პოგბასადმი ინტერესი არ აკვირვებს.

„„როდესაც საუბარი პოლ პოგბაზეა, სავსებით ლოგიკურია, რომ მისით მადრიდის „რეალის“ დონის კლუბი ინტერესდება. პოლს უდიდესი პოტენციალი აქვს, რისი წყალობითაც, მას პროგრესი მომავალშიც შეუძლია“ - განაცხადა ზიდანმა

 

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფლორენტინო პერესმა ზიდანს თავად სთხოვა, რომ ფეხბურთელი მის გუნდში გადმოსვლაზე დაეყოლიებინა. თუმცა ამ ამბავს პოგბას აგენტის, მინო რაიოლას საკმაოდ მძაფრი რეაქცია მოყვა, რომელმაც განაცხადა, რომ მას და მის კლიენტს მადრიდის „რეალთან“ საქმის დაჭერა არ სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები