საუკეთესო ხუთეული სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე - ბერულავა-საფინას წყვილის წარმატება
Aa
Aa

საუკეთესო ხუთეული სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე - ბერულავა-საფინას წყვილის წარმატება

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, სპორტული წყვილები მაყურებლებისა და ჟიურის წინაშე თავისუფალი პროგრამით წარდგნენ და მედლების მფლობელთა ვინაობა გაირკვა.

ყინულზე ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას ქართული წყვილიც ვიხილეთ, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ, მეოთხე ადგილს იკავებდა. ბერულავა-საფინას დუეტმა პრაქტიკულად უშეცდომოდ იასპარეზა და მსაჯებისგან 124.38 ქულა დაიმსახურა. ლუკამ და კარინამ ტექნიკურ ელემენტებში 61.25 ქულა მიიღეს, პრეზენტაციაში - 63.13 და საერთო ჯამში მათი მონაგარი 191.74 ქულა იყო, რაც მეოთხე ადგილის დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, მსოფლიოს ჩემპიონი ალექსა ნიერიმისა და ბრენდონ ფრეიზერის წყვილი გახდა, რომელმაც 221.09 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე იაპონელები რიკუ მიურა და რიუიჩი კიჰარა გავიდნენ - 199.55 ქულა, მესამე პოზიცია კანადელებმა მოციგურავეებმა დაიკავეს - 197.32 ქულა, ხოლო საფინასა და ბერულავას წყვილს ბრინჯაოს მედლამდე ცოტა დააკლდა.

როგორც მოგეხსენებათ, ლუკასა და კარინასთვის უფროსების კატეგორიაში ეს სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატია და ახალგაზრდა წყვილმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი პროგრესს გააგრძელებენ და მომავალში დიდ წარმატებას მიაღწევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტოქე კარგი გუნდია, ბოლო 20 წელია ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს
„მეტოქე კარგი გუნდია, ბოლო 20 წელია ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს" - სანიოლის პრესკონფერენცია