92.61 ქულა მიიღო - მოკლე პროგრამის შემდეგ მორის ყვითელაშვილი მე-7 ადგილზეა
Aa
Aa

92.61 ქულა მიიღო - მოკლე პროგრამის შემდეგ მორის ყვითელაშვილი მე-7 ადგილზეა

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, ფიგურულ ციგურაობაში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, ყინულზე მოკლე პროგრამით მამაკაცები წარდგნენ და ქართველი მოციგურავის, მორის ყვითელაშვილის ასპარეზობაც ვიხილეთ.

მორისმა ბოლო ჯგუფი გახსნა, საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და მსაჯებისგან 92.61 ქულა დაიმსახურა. ყვითელაშვილმა ტექნიკურ ელემენტებში 50.82 ქულა მიიღო, ხოლო მისი პრეზენტაცია 41.79 ქულით შეფასდა. მორისი მე-7 ადგილზე გავიდა და მედლებისთვის ბრძოლა გაუჭირდება. პირველ პოზიციას შომა უნო იკავებს, რომელსაც 109.63 ქულა აქვს. მეორე ადგილზე იუმა კაგიიამა გახლავთ - 105.69 ქულა, ხოლო მესამე კაზუკო ტომონო - 101.12 ქულა.

ცნობისთვის, მამაკაცთა შორის თავისუფალი პროგრამა 26 მარტს გაიმართება და მედლების მფლობელების ვინაობაც გაირკვევა. როგორც მოგეხსნებათ, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი რუსი მოციგურავეების გარეშე ტარდება, რომლებსაც ყინულზე გასვლის უფლება რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო არ მიეცათ.

გეტყვით იმასაც, რომ გუშინ, ყინულზე კარინა საფინა და ლუკა ბერულავა ვიხილეთ, რომლებმაც ბრწყინვალედ იასპარეზეს და მედლების მოპოვების შანსი აქვთ. ქართული წყვილი მეოთხე ადგილზე იმყოფება და 67.36 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას წარმატებას ვუსურვებთ
„ხვიჩას წარმატებას ვუსურვებთ" - რუბინმა კვარაცხელიას წასვლა დაადასტურა