ისტორიულ შედეგთან ერთ ნაბიჯში - ბერულავა&საფინას ბრწყინვალე გამოსვლა
Aa
Aa

ისტორიულ შედეგთან ერთ ნაბიჯში - ბერულავა&საფინას ბრწყინვალე გამოსვლა

საფრანგეთში, კონკრეტულად კი მონპელიეში ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას კარინა საფინა და ლუკა ბერულავა იღებენ.

საფინამ და ლუკამ მოკლე პროგრამაში ბრწყინვალედ იასპარეზეს და ამ მომენტისთვის წყვილთა რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებენ. წყვილის შედეგი 67.36 ქულა გახლავთ.

საინტერესო ის გახლავთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საქართველოდან საუკეთესო შედეგი ელენე გედევანიშვილს აქვს დაფიქსირებული. ყოფილმა მოციგურავემ მე-10 ადგილი დაიკავა.

ლუკას და კარინას წყვილს შესანიშნავი შანსი აქვთ, რომ გედევანიშვილის შედეგი გააუმჯობესონ და გაცილებით მაღალი პოზიცია დაიკავონ. შეგახსენებთ, რომ ბერულავას და საფინას შემდეგი გამოსვლა 24 მარტს თბილისის დროით 22:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები