ლევანდოვსკი: მომდევნო სეზონში „ბაიერნი“ შედეგებს აუცილებლად გამოასწორებს
Aa
Aa

ლევანდოვსკი: მომდევნო სეზონში „ბაიერნი“ შედეგებს აუცილებლად გამოასწორებს

„ბაიერნის“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ კლუბის გულშემატკივრებს პირობა მისცა, რომ მიუნხენური გრანდი მომავალ სეზონში გაცილებით უკეთესად იასპარეზებს.

„ჩვენ საკუთარი შეცდომების გაანალიზება გვმართებს. წლევანდელისგან განსხვავებით, მომავალ სეზონში აუცილებლად უკეთესად უნდა ვიასპარეზოთ და საკუთარი გულშემატკივრების გახარება შევძლოთ“ - განაცხადა ლევანდოვსკიმ.

წელს „ბაიერნმა“ ხოსეპ გუარდიოლას ხელმძღვანელობით, გერმანიის ჩემპონატის მოგება ზედიზედ მეორედ შეძლო. თუმცა, მიუხედავად ამისა, მიმდინარე სეზონი, მიუნხენური კლუბისთვის მაინც წარუმატებლად ჩაითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები