თბილისის დინამო უკრაინის მხარდასაჭერად 10 000 ლარს გადარიცხავს
Aa
Aa

თბილისის დინამო უკრაინის მხარდასაჭერად 10 000 ლარს გადარიცხავს

Crystalbet ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი, თბილისის „დინამო“ უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილ სპეციალურ ფონდში 10 000 ლარს გადარიცხავს. ინფორმაციას თბილისური კლუბი საკუთარ Facebook-გვერდზე ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხის ნაწილი დინამო თბილისი - გორის დილას მატჩის ბილეთების რეალიზაციიდან შეგროვდა, ნაწილის მობილიზება კი, ახლად შექმნილმა კაპიტნის ფონდმა მოახდინა.

„თითოეული ჩვენგანი ძალიან განვიცდით უკრაინაში მიმდინარე ომს და გვსურს, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. პირველივე დღიდან სხვადასხვა გზით ვცდილობთ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და თანადგომა გამოვუცხადოთ მათ. კაპიტნის ფონდი სეზონის დასაწყისში სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანებს დავეხმაროთ, ახლა კი ვფიქრობთ, რომ თითოეული ჩვენგანის დახმარება სწორედ უკრაინას სჭირდება“, - განაცხადა გუნდის კაპიტანმა, გიორგი პაპავამ.

შეგახსენებთ, რომ ფულადი დახმარების გარდა დინამო თბილისმა რამდენიმე დღის უკან ჰუმანიტარული დახმარებაც გააგზავნა. ტვირთი უკრაინულ მხარესთან იყო შეთანხმებული და მოიცავდა იმ საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა ცენტრს სჭირდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჰამბურგს მისი დატოვება გაუჭირდება
„ჰამბურგს მისი დატოვება გაუჭირდება" - გერმანულ პრესაში ჩაკვეს მომავალზე წერენ