ლებრონ ჯეიმსის სახლი ვანდალებმა დაარბიეს
Aa
Aa

ლებრონ ჯეიმსის სახლი ვანდალებმა დაარბიეს

NBA-ის სუპერვარსკვლავის, ლებრონ ჯეიმსის სახლი ვანდალებმა დაარბიეს. ლოს ანჯელესში მდებარე სახლის ჭიშკარზე, უცნობმა პირებმა გრაფიტით შესრულებული რასისტული წარწერები დატოვეს.

ლოს ანჯელესის პოლიციის წარმომადგენლის თქმით გამოძიება დაწყებულია და შესაძლო დამნაშავეებს ეძებენ. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა წარწერა დატოვეს ლებრონ ჯეიმსის ჭიშკარზე. შემთხვევის დროს NBA-ის სამგზის ჩემპიონი ლოს ანჯელესში არ იმყოფებოდა.

ვანდალებმა ჯეიმსის სახლი, NBA-ის ფინალური შეხვედრების დაწყებამდე ერთი დღით ადრე დაარბიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები