ტაიგერ ვუდსი პოლიციამ დააკავა
Aa
Aa

ტაიგერ ვუდსი პოლიციამ დააკავა

გოლფში მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი, ტაიგერ ვუდსი, ფლორიდის პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილორივმა პოლიციამ გაავრცელა. განცხადების მიხედვით, ტაიგერ ვუდსი, ლოს ანჯელესიდან შტატის სამხრეთით მოძრაობდა, როდესაც ის პოლიციამ გააჩერა.

შესაბამისი შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სპორტსმენი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. კერძოდ კი პოლიციის ცნობით ის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყმოფებოდა. ტაიგერ ვუდსი, პოლიციის სამმართველოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

41 წლის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სპორტსმენის განცხადებით, ის მომხდარზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. თუმცა, გოლფში PGA ტურნირების 79 გზის გამარჯვებულის თქმით, ის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ არ იყო და მომხდარი იმ მედიკამენტების მოულოდნელი ეფექტია, რომლებიც პირადმა ექიმმა გამოუწერა.

ცხელი ამბები