ალბა: „ბარსელონა“ შესანიშნავ სეზონს ატარებს
Aa
Aa

ალბა: „ბარსელონა“ შესანიშნავ სეზონს ატარებს

„ბარსელონას“ მცველი ხორდი ალბა თვლის, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებით, კატალონიურმა კლუბმა მის კრიტიკოსებს საკმაოდ ღირსეული პასუხი გასცა.

„ბევრი ადამიანი თვლიდა, რომ „ბარსელონას“ საუკეთესო წლები წარსულში იყო დარჩენილი. თუმცა როგორც ხედავთ, ჩვენ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთსო სეზონს ვატარებთ. ამჟამად ესპანეთის ჩემპიონობას ავღნიშნავთ და გუნდში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს. არ ვიცი თუ როგორ განვითარდება მოვლენები ესპანეთის თასზე და „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალში, თუმცა „ბარსელონა“ წელს სამივე ტიტულის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს“ - განაცხადა ხორდი ალბამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში, კატალონიის „ბარსელონამ“, მადრიდის „ატლეტიკო“ დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები