კასილიასი
Aa
Aa

კასილიასი "პსჟ"-ში?

36 წლის ესპანელი მეკარე, იკერ კასილიასი, შესაძლოა ფრანგული "პსჟ"-ს რიგებში ვიხილოთ.

როგორც lequipe წერს, "პორტოს" წარმომადგენელი პარიზში იმყოფებოდა და კასილიასის შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებებს მართავდა.

ჯერჯერობით დამატებით ინფორმაცია არ ვრცელდება. ერთი რაც ვიცით ისაა, რომ ტრანსფერი უნაი ემერიზეც იქნება დამოკიდებული, რომლის კლუბში დარჩენის საკითხი უახლოეს კვირებში გაირკვევა.

კასილიასი "პორტოში" 2015 წლიდან თამაშობს, თუმცა ტიტული ჯერ არ მოუგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები