კურტუა, დიტურო, მამარდა - ქართველი ლა ლიგის საუკეთესო მეკარეებს შორის
Aa
Aa

კურტუა, დიტურო, მამარდა - ქართველი ლა ლიგის საუკეთესო მეკარეებს შორის

Sofascore-მა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში ორჯერ შეიყვანა. მასზე მეტჯერ ტურის სიმბოლურ გუნდში მხოლოდ ''რეალის'' მეკარე ტიბო კურტუა და ''სელტას'' არგენტინელი ლეგიონერი მატიას დიტურო მოხვდნენ, თუმცა ქართველმა მეკარემ მათთან შედარებით გაცილებით ნაკლებ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მაშინ როცა კურტუამ ლა ლიგის 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ტურის სიმბოლურში მხოლოდ სამჯერ მოხვდა, ''სელტას'' მეკარე მატის დიტურომ კი ასევე 28 შეხვედრაში ითამაშა და სიმბოლურში 4-ჯერ ვიხილეთ. შედარებისთვის, მამარდაშვილი მხოლოდ 11-ჯერ მოხვდა სასტარტოში, სიმბოლურ გუნდში ადგილი ორჯერ მიაკუთვნეს.

მამარდაშვილის მსგავსად ტურის სიმბოლურში ორჯერ ლუიშ მაშიმიანუ (25 მატჩი), დიეგო ლოპესი (27 მატჩი) და ხერემიას ლედესმა (28 მატჩი) მოხვდნენ, თუმცა მათ ქართველ მეკარესთან შედარებით გაცილებით მეტ თამაშში მიიღეს მონაწილეობა.

''მამარდას'' ოფიციალური დებიუტი ლა ლიგის პირველ ტურში შედგა, ''ხეტაფესთან'' შესანიშნავად ითამაშა, კარი მშრალად შეინახა, ამ შეხვედრაში შესრულებული ბრწყინვალე ''სეივი'' კი ლა ლიგის თვის საუკეთესო ''სეივად'' დასახელდა, რაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში გადასული მეკარისთვის დიდი ნახტომი იყო.

Team of the Week provided by SofaScore LiveScore

გასულ უქმეებზე, 28-ე ტურში ''ხეტაფესა'' და ''ვალენსიას'' დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. ''მამარდამ'' 6 ''სეივი'' შეასრულა და ლა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მეორედ მოხვდა.

Team of the Week provided by SofaScore LiveScore

ასევე აღსანიშნავია, რომ გიორგი მამარდაშვილმა 11-დან 5 მატჩში კარი მშრალად შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უკრაინა გაიმარჯვებს, რუსეთი უკვე დამარცხებულია
„უკრაინა გაიმარჯვებს, რუსეთი უკვე დამარცხებულია" - ხოჭოლავას ემოციური ინტერვიუ