არვიდას საბონისი:
Aa
Aa

არვიდას საბონისი: "70% რუსეთში ომს მხარს უჭერს, რუსების ნდობა არ შეიძლება"

ლეგენდარულმა ლიეტუველმა კალათბურთელმა და ამჟამად კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არვიდას საბონისმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსების ნდობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

„16 თებერვალი და 11 მარტი მნიშვნელოვანი თარიღებია ლიეტუვისთვის (1918 წლის 16 თებერვალს გამოცხადდა ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენა, 11 მარტს მიღებულ იქნა ლიეტუვის დამოუკიდებლობის დეკლარაცია).

ეს თარიღები წარმოგვიდგენს მნიშვნელოვან ფაქტებს, რაც ჩვენ შევიძინეთ 30 წელზე მეტი ხნის წინ. ჩვენ თავისუფალნი ვართ, შეგვიძლია ტელეფონზე საუბარი. მაგრამ ალბათ არის ადგილები, სადაც ადამიანებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ.

„დიდება უკრაინას! მე არ ვარ ექსპერტი, მაგრამ თუ ვლადიმერ პუტინი არ დაასრულებს ომს, მაშინ ჩვენ ალბათ შემდეგი ვიქნებით. ომი რომ დაიწყო, სულ ტელევიზორის წინ ვიჯექი. მას შემდეგ, რაც პუტინმა აღიარა თვითგამოცხადებული DPR-ისა და LPR-ის დამოუკიდებლობა, ვფიქრობდი, რომ რუსები უკრაინის ამ ნაწილს აიღებდნენ და ეს იქნებოდა დასასრული. მაგრამ ისინი თავს დაესხნენ უკრაინას ყველა ფრონტიდან და ყველგან. ამას ვინ დაიჯერებდა? ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი ომი შეიძლება დღეს მომხდარიყო?

არც ექსპერტი ვარ და არც პოლიტიკოსი, მაგრამ ამას არ ველოდი. ერთ დილას ხუთ საათზე გამეღვიძა, ტელევიზორი ჩავრთე და იქ პუტინი ლაპარაკობდა. მაშინვე დავურეკე ჩემს მეგობარს ალექსანდრე ვოლკოვს. მან გამომიგზავნა აფეთქების ვიდეო.

„ეს სად არის?" ვკითხე მე. ვოლკოვმა მიპასუხა, რომ ეს ვიდეო მისი სახლის ფანჯრიდან არის გადაღებული. რუსებთან არ მაქვს ურთიერთობა. ვოლკოვთან და სხვა უკრაინელებთან მიმოწერა მომიწია.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომის მოწინააღმდეგეებისთვის 15 წლიანი პატიმრობა დააკანონა, კიდევ რას უნდა ელოდო მათგან? მტკივა, რომ ზოგიერთს არ ესმის, რა ხდება მსოფლიოში. პროპაგანდა გუშინ არ დაწყებულა. ჩვენ ვერასოდეს დავიჯერებთ ამ მატყუარების სიტყვებს. მშვიდობის მტრედები. მშვიდობიანი ქვეყანა. და რაში? ბავშვების და უბრალო ადამიანების მკვლელობაში? სიტყვები აქ ზედმეტია. მათთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მაქვს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთში მოსახლეობის 70% მხარს უჭერს ამ ომს. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იქნება. მაგრამ ჩემი სიტყვა დიდად არ შეიცვლება. ვისაც ესმის, ესმის, მაგრამ ბევრის გაკეთება არ შეუძლია. და სხვების აზრი არ შეიცვლება. რუსეთმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ მათი ნდობა არ შეიძლება.

მთელი ცხოვრება მესმოდა, რომ სპორტი პოლიტიკა არ არის. სამწუხაროდ, სპორტი ყოველთვის იყო, არის და იქნება პოლიტიკა. შესაძლოა, პირველი ოლიმპიადა პოლიტიკა არ იყო, მაგრამ ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეჭვგარეშეა, რომ რუსული კლუბები ევროლიგიდან უნდა გაირიცხონ. ძნელი სათქმელია, როდის შეძლებენ დაბრუნებას.

გაურკვეველია, რა მოხდება ამ ომთან დაკავშირებით. ვერ წარმომიდგენია, მომავალში როგორ გაუწევენ კონკურენციას უკრაინელები რუსებს. ძნელი წარმოსადგენია ასეთი სცენარი. სლავები კლავენ სლავებს. ერთი სლავური ხალხი თავს დაესხა მეორეს. სისასტიკეა. ძმა ძმას კლავს.

შეიძლება ნახევარი საუკუნე გავიდეს, მაგრამ სურათები იგივე რჩება. არ მესმის, რატომ მიდის ხალხი რუსეთის საელჩოში. ისინი უსტვენენ, აპროტესტებენ, მათთან ყველაფერი გასაგებია. ეს არაფერს შეცვლის. ვფიქრობ, უნდა მივმართო ჩინეთის, ბრიტანეთის, აშშ-ს, საფრანგეთის ან გერმანიის საელჩოებს. მათ უნდა შეაჩერონ რუსეთი და ეს ომი. მხოლოდ მსოფლიოს დიდ ქვეყნებს შეუძლიათ რამის გაკეთება“,

- განაცხადა საბონისმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სოლიდარობა უკრაინას - ანდრონიკაშვილი Big East-ის ფინალში დამარცხდა
სოლიდარობა უკრაინას - ანდრონიკაშვილი Big East-ის ფინალში დამარცხდა