შერმადინმა მადრიდის
Aa
Aa

შერმადინმა მადრიდის "რეალს" 21 ქულა ჩაუგდო

ესპანეთის ჩემპიონატის ფლეი-ოფის 1/4 ფინალურ შეხვედრაში მადრიდის "რეალმა" ქართველების "ანდორას" უმასპინძლა.

სერიაში ანგარიში 1:1 იყო და თამაშის გამარჯვებული 1/2 ფინალში გადიოდა.

თამაში დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა, თუმცა საბოლოოდ მაინც მადრიდელებმა იმარჯვეს - 95:84. 

შერმადინი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და 31:35 წუთში - 21 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ქართველმა ცენტრმა 13-დან 8 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა.

ტრავმის გამო არ უთამაშია ბექა ბურჯანაძეს, რომლის დაზიანებაც სერიოზული არაა და წესით სანაკრებო მატჩებისთვის მზად უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები