კახა ცხადაძე: ,,სიონის მწვრთნელმა გამარჯვება არ მომილოცა, ასე არ შეიძლება
Aa
Aa

კახა ცხადაძე: ,,სიონის მწვრთნელმა გამარჯვება არ მომილოცა, ასე არ შეიძლება"

საქართელოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურში დინამო თბილისმა ლიგა 2-ის გამარჯვებული ბოლნისის სიონი მიიღო დიდი უპირატესობის ფონზე მინიმალური სხვაობით - 1-0 დაამარცხა.  მატჩი ძლიერი წვიმის ფონზე შედგა და საბოლოო ჯამში, საკმაოდ სანახაობრივი და უხეში გამოვიდა. მატჩის არბიტრს 6 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუწია.

მასპინძელთა უპირატესობა გოლად ბელარუსმა ლეგიონერმა დიმიტრი ანტილევსკიმ შეხვედრის 65-ე წუთზე აქცია და სადებიტო გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მატჩი დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ შეაფასა:

,,მძიმე მატჩი გამოვიდა, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში სიონი თავს იცავდა. მთავარია 3 ქულა ავიღეთ, ამისთვის ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი. ჩვენი ამოცანა ისაა, რომ სწორად ვიმსჯელოთ, გავაანილოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ.

ასეთ ამინდში სტადიონზე მოსვლისა და მხარდაჭერისთვის გულშემატკივარს მადლობა. ბოლოს, მინდა ისიც ვთქვა, რომ მატჩის ბოლოს სიონის მთავარი მწვრთნელი ჩემთან არ მოვიდა და გამარჯვება არ მომილოცა. ასე არ შეიძლება".

აღნიშნული გამარჯვებით დინამო თბილისი დინამო ბათუმს ქულებით გაუთანაბრდა. ცხრილის ერთ-ერთი ლიდერის - თელავის სამგურალთან მატჩი კი უამინდობის გამო გადაიდო.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურში დინამო თბილისი დილას დინამო არენაზე უმასპინძლებს, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებილი სიონი - სამგურალს. ორივე მატჩი 14 მარტს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბასიანი UEFA-ს რეგიონთა თასზე ითამაშებს | სეზონი კი 25 მარტს განახლდება
ბასიანი UEFA-ს რეგიონთა თასზე ითამაშებს | სეზონი კი 25 მარტს განახლდება