მას შემდეგ, რაც ტოტი
Aa
Aa

მას შემდეგ, რაც ტოტი "რომაში" მივიდა... - ფაქტები და მოვლენები

"რომას" ლეგენდა, ფრანჩესკო ტოტი, ფეხბურთელის რანგში, კლუბში თავის ბოლო შეხვედრას, კვირას "ჯენოას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ტოტი "რომაში" 1989 წელს, 13 წლის ასაკში მივიდა. სააგენტო football-italia-მ მას ძალიან საინტერესო სტატია უძღვნა, რომელშიც ამ თარიღის შემდეგ მომხდარი სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენებია აღნიშნული.

* ამერიკას 5 პრეზიდენტი ჰყავდა - ჯორჯ ბუში (უფროსი), ბილ კლინტონი, ჯოჯრ ბუში (უმცროსი), ბარაკ ობამა და დონალდ ტრამპი.

* "პალერმოს" მწვრთნელის პოსტზე 55 სხვადასხვა სპეციალისტი იყო. მათგან 4-ჯერ ეს თანამდებობა ფრანჩესკო გვიდოლინს ეკავა, ხოლო 2-ჯერ ჯიან პიერო გასპერინის.

* ნელსონ მანდელა გამოვიდა ციხიდან, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი გახდა, ნობელის პრემია მიიღო და გარდაიცვალა.

* ჩატარდა ფეხბურთის 7 მსოფლიო ჩემპიონატი.

* როცა ჯანლუიჯი დონარუმა დაიბადა, ტოტი სერია ა-ში თავის მე-6 სეზონს ატარებდა. მან 1998-1999 წლების ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანა.

* კათოლიკურ ეკლესიას მე-3 პაპი მართავს. იოანე პავლე II, ბენედიქტე XVI და ფრანსისი.

* ტოტის "რომას" აკადემიაში მისვლის წელს, 1989-ში, პოპ-მომღერალი ტეილორ სვიფტი დაიბადა. მან თავის ერთ-ერთ ალბაომს სწორედ დაბადების წლის სახელი უწოდა - "1989".

* როცა სერია ა-ში ტოტის დებიუტი შედგა, მიმდინარე წლის სერია ა-ს საერთო ფეხბურთელთა 32% დაბადებული არ იყო.

* "ნაპოლიმ" 1989-1990 წლებში სერია ა მოიგო. შემდეგ გაკოტრდა, სერია ც-ში დაქვეითდა. წლების შემდეგ კვლავ უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა, "ჩემპიონთა ლიგაშიც" ითამაშა და ბოლო წლებში "რომას" ერთ-ერთი უშუალო კონკურენტიცაა.

* იტალიის მთავრობაში 15 პრემიერ-მინისტრი შეიცვალა. მათ შორის 3-ჯერ ეს პოსტი სილვიო ბერლუსკონის ეკავა.

* ტოტისა და ჩოგბურთის ლეგენდის, როჯერ ფედერერის მეგობრული ურთიერთობა ყველასთვის ცნობილია. 2001 წელს, მაშინ, როცა ფედერერს "დიდი სლემის" ტურნირი მოგებული არ ჰქონდა, ტოტიმ სერია ა მოიგო. ფედერერს ახლა 18 "დიდი სლემის" ტურნირი აქვს ტიტულატურაში.

* "ბარსელონას" "ჩემპიონთა თასი" მოგებული არ ჰქონდა. ახლა 5-ჯერ აქვს.

* "მილანს" "ჩემპიონთა ლიგა" მხოლოდ 2-ჯერ ჰქონდა მოგებული. ახლა 7-ჯერ აქვს.

* გერმანიაში ბერლინის კედელი დაანგრიეს და ქვეყანა გაერთიანდა.

* მაიკლ ჯორდანს NBA მოგებული არ ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები