ესპანეთში დაბრუნდება - თორნიკე შენგელია ბარსელონაში გადასვლას აპირებს
Aa
Aa

ესპანეთში დაბრუნდება - თორნიკე შენგელია ბარსელონაში გადასვლას აპირებს

გუშინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა და „ვირტუს ბოლონიას“ შეუერთდა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა იტალიურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

Corriere di Bologna-ის ინფორმაციით, თოკო „ვირტუს ბოლონიაში“ დარჩენას არ აპირებს და ესპანეთში დაბრუნებას გეგმავს. ქართველი კალათბურთელი „ბარსელონას“ შეუერთდება და კატალონიურ გრანდთან რამდენიმე წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ „ვირტუს ბოლონიაში“ გადასვლამდე, შენგელიას ორ ესპანურ კლუბს, „ვალენსიასა“ და „ბასკონიას“ უკავშირებდნენ. რამდენიმე გამოცემამ „რეალის“ ვარიანტიც გააჟღერა, მაგრამ ამ ეტაპზე, ყველაზე კარგი შანსი „ბარსელონას“ აქვს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში „ბლაუგრანა“ როგორც ევროლიგის, ისე ლიგა ენდესას მთავარი ფავორიტია. კატალონიური კლუბის მაისურით ისეთი ცნობილი კალათბურთელები ასპარეზობენ, როგორებიც ნიკ კალატესი, ნიკოლა მიროტიჩი, კორი ჰიგინსი, ალექს აბრინესი, დანტე ექსამი, ნიკოლას ლაპროვიტოლა, პიერ ორიოლა და სხვები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აუცილებლად მოუმატებს
„აუცილებლად მოუმატებს" - მიხაელ მუტცელი ჩაკვეტაძეს აქებს