რუსი სპორტსმენი დაისჯება - მიზეზი მისი პროვოკაციული ჟესტია
Aa
Aa

რუსი სპორტსმენი დაისჯება - მიზეზი მისი პროვოკაციული ჟესტია

რუსი ტანმოვარჯიშის, ივან კულიაკის ჟესტზე გამოძიება დაიწყო და იგი დისციპლინურ სასჯელს მიიღებს. რამდენიმე საათის წინ, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ Gynmastics Ethics Foundation-ს, რომელიც ეთიკის საკითხებთან დაკავშირებით, დამოუკიდებელ კომისიას წარმოადგენს, წინადადებით მიმართა.

„ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია ადასტურებს, რომ Gynmastics Ethics Foundation-ს თხოვნით მიმართა, რუსი ტანმოვარჯიშის, ივან კულიაკის შოკისმომგვრელ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც მან მსოფლიოს თასის ეტაპზე გამოიყენა, დისციპლინური საქმე აღიძრას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ტანმოვარჯიშემ ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონიისას, მის მაისურზე Z ასო იყო გამოსახული, იმ ადგილას სადაც რუსული დროშა უნდა ყოფილიყო. 20 წლის კულიაკის ქმედება ორმაგად გამაღიზიანებელი გახლდათ, რადგან მის გვერდით პოდიუმზე უკრაინელი სპორტსმენი ილია კოვტუნი იდგა, რომელიც ოქროს მედლის მფლობელი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, Gynmastics Ethics Foundation-ი გადაწყვეტილებას მალე მიიღებს და რუსი სპორტსმენი აუცილებლად დაისჯება.

როგორც მოგეხსენებათ, რუსულ ტანკებსა და არტილერიაზე, რომლებიც უკრაინაში ომს აწარმოებენ, ასო Z-ია გამოსახული. Z-ს პუტინის მხარდამჭერი პოლიტიკოსები და გავლენიანი პირებიც იყენებენ, რათა საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერის საუკეთესო მატჩი NBA-ში - ბითაძემ ვაშინგტონს 20 ქულა ჩაუგდო
კარიერის საუკეთესო მატჩი NBA-ში - ბითაძემ ვაშინგტონს 20 ქულა ჩაუგდო