NBA-ს სუპერფინალში
Aa
Aa

NBA-ს სუპერფინალში "გოლდენ სტეიტი" და "კლივლენდი" შეხვდებიან

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სუპერფინალის ორივე გუნდი გამოვლინდა. როგორც მოსალონდელი იყო, "გოლდენ სტეიტ ვორიორსის" შემდეგ ეს საგზური "კლივლენდ" კავალიერსმაც მიიღო.

ლებრონმა და კომპანიამ კონფერენციის ფინალის ბოლო შეხვედრაში "ბოსტონს" 135:102 გადაურბინეს და სერია 4:1-ზე დახურეს.

"მეფემ" 35 ქულა, 8 მოხსნა და 8 ასისტი ჩაიწერა. მის შემდეგ კი, კაირი ირვინგი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც 24 ქულას, 2 მოხსნა და 7 ასისტი მიამატა.

NBA-ს ფინალური სერიის პირველი მატჩი, 2 ივნისს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება. მასპინძელი "გოლდენ სტეიტი" იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები