ტოტი
Aa
Aa

ტოტი "რომაში" კვირას ბოლო მატჩს ითამაშებს

გადაწყვეტილი ამბავია, რომ კვირას ფრანჩესკო ტოტი ფეხბურთელის რანგში "რომას" და "სტადიო ოლიმპიკოს" დაემშვიდობება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ თავად ტოტიმ ისაუბრა. 

ამ ყველაფერს გუშინ რომის ერთ-ერთ რესტორანში გამართული სადილიც მოწმობს, რომელზეც ტოტიმ მთელი "რომა" მიიწვია, თუმცა როგორც ჩანს, "ერ პუპონეს" აზრით, "მთელ რომაში" ლუჩიანო სპალეტი არ შედის, რადგან იგი მიწვეულებს შორის არ იყო.

ფრანჩესკო ტოტი "ჯალოროსის" პირველ გუნდში 1992 წლიდან თამაშობს. მას კლუბის მაისურით ყველაზე მეტი, 785 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მასვე ეკუთვნის კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობაც 307 გოლით, მათგან სერია ა-ში 250 ბურთია გატანილი. ტოტი სერია ა-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზეა და სილვიო პიოლას 24 გოლით ჩამორჩება.

რომაელთა მთავარი გლადიატორი თავის ბოლო შეხვედრას "ჯენოას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები