გარი კასპაროვი:
Aa
Aa

გარი კასპაროვი: "შეწყვიტეთ პუტინისთვის პრეზიდენტის წოდება, იგი დიქტატორია"

მსოფლიოში ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოჭადრაკე გარი კასპაროვი ვლადიმირ პუტინის შესახებ საუბრობს. მასსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის გზები რამდენჯერმე გადაიკვეთა.

კასპაროვი თავის პოზიციას აფიქსირებს და მსოფლიოს რჩევას აძლევს, თუ როგორ უნდა მოექცნენ პუტინს.

„შეწყვიტეთ მისთვის პრეზიდენტის წოდება, იგი დიქტატორია. პუტინის ომი უკვე შემდეგ ფაზაში გადავიდა და ის მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს. მისთვის ეს ასევე მსოფლიო ომია ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ, რომელსაც აქვს საერთაშორისო უფლებები, დემოკრატია - ყველაფერი რაც მის ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის.

პუტინმა რუსეთი პოლიციურ სახელმწიფოდ აქცია. მისი ძალაუფლება იზრდება და მსოფლიოს მისი შეჩერება სულ უფრო უჭირს. უკრაინელები ამის ფასს სისხლით იხდიან.

თუ, ჩვენ ახლა არ შევაჩერებთ პუტინს, თუ მას არ შევაჩერებთ უკრაინელი ხალხის განადგურებაში და გენოციდის მოწყობაში, ამის შემდეგ დადგება ნატოს და მისი ქვეყნების ჯერი, უპრეცედენტო ბირთვული საფრთხის გამო. არ მივცეთ მას საშუალება, რომ საამისოდ ახალი დრო და ადგილი შეარჩიოს.

ხორბალი და გაზი, ცარიელი სახლები და გამოუყენებელი დერეფნები. მარტივი საქმე დასრულდა. ან იტყვით, რომ ირაციონალური ვარ და სიძულვილით დაბრმავებული, როგორც 2015 წელს გავიგე. იმედი მაქვს არა. პუტინი უნდა შეჩერდეს, რადგან ახლა წარმოუდგენელი შესაძლებელი გახდა. მსოფლიომ გაიღვიძა და ბევრი ნაბიჯი, რომელსაც მე გირჩევდით, გასულ კვირას გადაიდგა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსებს ფეხბურთსაც აღარ აყურებინებენ? პრემიერ ლიგა ამაზე მუშაობს
რუსებს ფეხბურთსაც აღარ აყურებინებენ? პრემიერ ლიგა ამაზე მუშაობს