ჩიხრაძე: ''უკრაინის ჯარი იბრძვის, ილოცეთ მშვიდობისთვის, ეს იქნება დიდი დახმარება''
Aa
Aa

ჩიხრაძე: ''უკრაინის ჯარი იბრძვის, ილოცეთ მშვიდობისთვის, ეს იქნება დიდი დახმარება''

საფეხბურთო კლუბ ''გაგრას'' პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე უკრაინის დედაქალაქ კიევში იმყოფება. საფეხბურთო ფუნქციონერი საომარი ვითარების შესახებ Facebook-ში წერს:

''მეგობრებო, სიტუაცია არის ასეთი. ოჯახი და მე ვართ მხნედ. სამოქალაქო ობიექტები არ იბომბება. რაკეტები დაფრინავენ ჩვენს თავზე საკმაოდ ხშირად. უკრაინის ჯარი იბრძვის, მაგრამ კიევის დაცვა უჭირს. ქალაქი თითქმის დაცლილია. პანიკა და მარადიორობა არ არის. პირიქით, ხალხი ეხმარება ერთმანეთს. ვართ მხნედ, რამდენადაც შესაძლებელია. ილოცეთ მშვიდობისთვის, ეს იქნება დიდი დახმარება. ყველას მადლობა დარეკვისთვის, მოკითხვისთვის. ყოველთვის არ მაქვს საშუალება გიპასუხოთ, არ გამიბრაზდეთ''.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

ამ ეტაპზე არსებული უახლესი ცნობებით, რუსული ტანკებისა და ჯავშანტექნიკის კოლონა ივანკოვიდან კიევის მიმართულებით გადაადგილდება. ინფორმაციას უკრაინული მედია УНИАН-ის სოციალურ ქსელ ტელეგრის არხზე ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წიტაიშვილი: ''რაკეტის ხმამ გამაღვიძა, სროლა კვლავ ისმის''
წიტაიშვილი: ''რაკეტის ხმამ გამაღვიძა, სროლა კვლავ ისმის''