რუბლიოვი:
Aa
Aa

რუბლიოვი: "რთულია ახლა იყო რუსი სპორტსმენი, ჩემი მთავრობის ქმედებებს არ ვიზიარებ"

რუსმა ჩოგბურთელმა ანდრეი რუბლიოვმა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ თავისი პოზიცია დააფიქსირა.

„არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მშვიდობა და ჯანმრთელობა. სწორედ ასეთი მომენტები გრძნობთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ცუდი დღე გაქვთ. მთავარია გქონდეს მოწმენდილი ცა და ჯანმრთელობა. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სპორტი, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ყველაფერი.

მატჩი ამ სიტუაციაში არარელევანტურია. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორ იმოქმედებს ეს თამაშზე. რაც ხდება ბევრად უარესია.

ასეთ მომენტებში ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, პატივისცემა და ერთიანობა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ პლანეტაზე და ერთმანეთზე. ეს ყველაზე მთავარია“.

- რა თქმა უნდა, თქვენ არ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რასაც აკეთებს თქვენი მთავრობა.

„დიახ“.

- მაინტერესებს, ახლა რთულია იყო რუსი სპორტსმენი? მატჩისთვის მომზადებისას ყურადღება გაგეფანტათ?

„რა თქმა უნდა, ინტერნეტში ხანდახან უსიამოვნო რაღაცებს ​​წერენ, რადგან მე რუსეთიდან ვარ, არის აგრესიული კომენტარები. მაგრამ მე არ შემიძლია მათზე რეაგირება, რადგან მაშინ მეც იგივე ვიქნები.

თუ სიმშვიდე მინდა, იგნორირება უნდა მოვახდინო. თუნდაც ქვები მესროლონ, უნდა ვაჩვენო, რომ მშვიდობის მომხრე ვარ და არა აგრესიის. მაშინაც კი, თუ ეს არის რაღაცის გამო, რაზეც მე არ ვარ პასუხისმგებელი“.

- თქვა რუბლიოვმა, რომელმაც თავისი პოზიცია სოციალურ ქსელშიც დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი დღე'' - უტკინი რუსეთის საომარ მოქმედებებზე
''ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი დღე'' - უტკინი რუსეთის საომარ მოქმედებებზე