რომან ზოზულია:
Aa
Aa

რომან ზოზულია: "პუტინი ჰიტლერის რეინკარნაციაა"

რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის შესახებ სპორტული სამყარო აქტიურად საუბრობს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უკრაინელი სპორტსმენების მიმართვები ვრცელდება. გამონაკლისი არ იყო არც რომან ზოზულია.

ესპანური „ფუენლაბრადას“ ურკაინელმა ფორვარდმა პუტინს ადოლფ ჰიტლერის რეინკარნაცია უწოდა:

„მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ პუტინი ჰიტლერის რეინკარნაციაა და მისი გეგმები უფრო ამბიციურია, ვიდრე უკრაინის აღება. ამიტომ, ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, მსოფლიო შეიკრიბოს და სანქციები დააწესოს ამ დაწყევლილი რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ დავდგებით ფეხზე. რადგან ჩვენი არმიის ხასიათი ფოლადისგან არის შეკერილი. ჩვენი გამარჯვება ახლოსაა, ისევე როგორც კრემლის ბოროტების დასასრული",

- წერს ზოზულია.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროტურნირები რუსული კლუბების გარეშე - უეფა გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს
ევროტურნირები რუსული კლუბების გარეშე - უეფა გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს