Aa
Aa

"გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულია

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალშია. ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” ნბა-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-4 მატჩიც მოუგო “სან ანტონიოს” და სუპერფინალში გავიდა, სადაც ჩემპიონობისთვის დიდი ალბათობით “კლივლენდს” შეხვდება, რომელიც სერიას 2:1 უგებს “ბოსტონს”.

სანამ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერია მორჩება, ფაჩულიაც მოირჩენს გასული სერიის მეორე მატჩში ნატკენ ქუსლს, რამაც ქართველ ცენტრს ბოლო 2 მატჩი გამოატოვებინა. ზაზას არ უთამაშია არც დღევანდელ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა სან ანტონიოში 129:115 მოიგო და ნბა-ს ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პლეი ოფის საწყისი 12 მატჩი წაუგებლად ჩაატარა. 

მართალია, ოკლენდელთა ამ რეკორდის განხორციელებას ხელი სანანტონიოელთა ტრავმიანობამაც შეუწყო, თუმცა ეს ფაჩულიას გუნდის ისტორიულ წარმატებას არ აუფერულებს. ტრავმებიც ისეთივე ნაწილია კალათბურთისა,  როგორის გამარჯვება, მარცხი და ასე შემდეგ. “სფურსს” ისევ აკლდა სერიის პირველ მატჩში ფაჩულიასთან სათამაშო სიტუაციაში დაშავებული კავაი ლეონარდი, რასაც ტეხასელთა ფანებში ისტერია, ამერიკულ მედიაში კი სერიალებივით პუბლიკაციები მოჰყვა. სერიალი ამბავში სანანტონიოელთა გურუს, გრეგ პოპოვიჩის უტაქტოდ ჩართვით გაგრძელდა, რითც “სფურსის” ფანები კიდევ იფრო გაავდნენ და შედეგად ფაჩულიას შვილების - დათას და საბას სკოლაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. 

ისე გამოვიდა, რომ პოპოვიჩის მეთაურობით სანანტონიოელათა ფანები მარცხს ქართველ ცენტრს აბრალებენ, არადა თავად კავაი ლეონარდმა, ზაზას შემდეგ ჭეშმარიტების ყველაზე კარგად მცოდნემ განაცხადა, ეს იყო სათამაშო ეპიზოდი და ფაჩულიას ჩემს წინააღმდეგ განზრახ არაფერი გაუკეთებიაო. 

კავაი დიდი მოთამაშეა და თავისი ხვედრითი წონით გუნდის ნახევარზე მეტსაც წარმოადგენს, მაგრამ მხოლოდ მის გამო არ წააგო “სან ანტონიომ”. გავიხსენოთ, რომ წინა სერიის გადამწყვეტი მატჩი სწორედ ლეონარდის გარეშე მოუგო სტუმრად “სფურსმა” “ჰიუსტონს” და ფინალში გავიდა, არადა პოპოვიჩის გუნდმა ის სერია შინ „36-ქულიანი მარცხით დაიწყო და მოედნის უპირატესობა დაკარგა. ლეონარდამდე ტრავმის გამო „სან ანტონიომ“ ტონი პარკერი დაკარგა, ლეონარდის შემდეგ კი - დევიდ ლი და წასაგებად გაიწირა. 

„გოლდენ სტეიტს“ ახლა გვარიანი დასვენება მოუწევს, სანამ საჩმპიონო სერია დაიწყება. „კლივლენდსა“ და „ბოსტონს“ შორის ანგარიში 2:1-ია და სერიაში მინიმუმ კიდევ 2 შეხვედრა გაიმართება. ვიმედოვნებთ, რომ საჩემპიონო სერიას ზაზა ფაჩულია მწყობრში შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს პლანეტის ერთ-ერთი უმაღლესი საკალათბურთო ტიტულის გათამაშებასა და იმედს ვიტოვებთ, მოგებაშიც.

 

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები