დამაჯერებელი გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია
Aa
Aa

დამაჯერებელი გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას 250-იან ტურნირზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალის საგზური მოიპოვა და დღეს, ნახევარფინალში არტურ რინდერკნეში ორ სეტში დაამარცხა - 6:4, 6:2.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და ჩოგბურთელებმა საწყისი 2-2 გეიმი გაცვალეს. 2:2-ზე ბასილაშვილმა სამმაგი ბრეიკპოინტი მოიპოვა, მიზანს მიაღწია და ბრეიკით დაწინაურდა. პირველი სეტის დარჩენილ ნაწილში ნიკა საკუთარ ჩაწოდებაზე უშეცდომო იყო და საწყისი პარტია 6:4 მოიგო.

მეორე სეტის სტარტზე ბასილაშვილი დომინირებდა. ნიკოლოზმა სეტი ზედიზედ მოგებული 4 გეიმით გახსნა, კომფორტული უპირატესობა მოიპოვა და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია. ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე პარტია 6:2 მოიგო და ფინალის საგზური მოიპოვა.

ცნობისთვის, გადამწყვეტ შეხვედრაში ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა უკვე გაირკვა. მეორე ნახევარფინალი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყო და ტიტულისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად ერთმანეთს რობერტო ბაუტისტა-აგუტი და კარენ ხაჩანოვი დაუპირისპირდებიან. ესპანელმა ჩოგბურთელმა დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა და მეტოქე 3 სეტში დაამარცხა - 2:6, 6:3, 7:5. როგორც მოგეხსენებათ, ბასილაშვილი დოჰას ტურნირის მოქმედი ჩემპიონი გახლავთ და ტიტულის დაცვასთან ძალიან ახლოსაა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ექვსმა ერმა საქართველოს ნაკრების პროგრესი დააყოვნა - ქართველებს იმედი უნდა მივცეთ
„ექვსმა ერმა საქართველოს ნაკრების პროგრესი დააყოვნა - ქართველებს იმედი უნდა მივცეთ"