''შახტარმა მილიონად მიყიდა, ტრავმები რუსეთში დამეწყო'' - ''ოქრიმ'' ძველი ამბები გაიხსენა
Aa
Aa

''შახტარმა მილიონად მიყიდა, ტრავმები რუსეთში დამეწყო'' - ''ოქრიმ'' ძველი ამბები გაიხსენა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და აპოელ-ის შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა კლუბის Youtube-ს არხთან ვრცელ ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა. მათ უკრაინაში, ბელგიაში, თურქეთსა და რუსეთში გატარებული წლები გაიხსენა.

''შახტარმა'' მილიონ ევროდ მიყიდა. პატარა ქართული კლუბისთვის (იგულისხმება ''გაგრა) ძალიან დიდი თანხა იყო. ''შახტარში'' ოთხი წელი ვიყავი, ორი წელი იჯარით სხვა გუნდში ვთამაშობდი. ''შახტარში'' თამაში ძალიან რთულია, ჩემი კონკურენტი დუგლას კოშტა იყო, იქ ბევრი ვისწავლე, მაგრამ პირველ გუნდში თამაში ძალიან რთული გახლდათ, 5-6 ბრაზილიელი ყოველთვის თამაშობდა, მირჩა ლუჩესკუ ბრაზილიელების ''მამა'' იყო. მას ისინი ძალიან უყვარდა.

უკრაინის ჩემპიონატში ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინე და ''გენკმა'' ჩემს ტრანსფერში 2 მილიონი ევრო გადაიხადა.

რაც შეეხება თურქეთში თამაშს, ნამდვილად ძალიან კარგი ჩემპიონატია, თუმცა ჩემი გუნდი ''ესქიშეჰირი'' სუპერლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა, ჩემთან ერთად ბევრი ძლიერი ლეგიონერი მიიწვიეს, ძალიან მაღალი ხელფასი დამინიშნეს, მაგრამ ექვსი წელი გავიდა და თეთრიც არ ამიღია. თურქეთში 6 თვე გავატარე, ეს იყო კატასტროფული პერიოდი.

ტრავმებთან დაკავშირებით პრობლემები არ მქონია, თუმცა ''კრასნოდარში'' გადასვლის შემდეგ ამ მხრივ ყველაფერი შეიცვალა, იქ სამი ოპერაცია გავიკეთე. საფეხბურთო კუთხით ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე, თუმცა ტრავმების გამო ძალიან დამწუხრებული ვიყავი.

მომწონს მესი, კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ ჩემი ფავორიტი მოთამაშე რონალდინიოა.

ფეხბურთის გარდა კალათბურთს და ჩოგბურთს ვუყურებ, თუმცა სამი შვილი მყავს და თავისუფალი დრო ხშირად არ მაქვს. რაგბი, ამერიკული ფეხბურთი და სხვა სპორტის სახეობები არ მომწონს.

6-წლიდან მიყვარს სნოუბორდი, თუმცა კვიპროსში ყოფნისას სნოუბორდის დროს ფოტოს გადაღების გამო დამაჯარიმეს. ძალიან მიყვარს მთები, მთებში დასვენება.

როცა მეკითხებიან გავხდები თუ არა მწვრთნელი, ვპასუხობ, რომ მე არასდროს ვიქნები მწვრთნელი, თუმცა ფეხბურთში დავრჩები. შესაძლოა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ვიმუშავო ან საფეხბურთო აგენტი გავხდე. ასევე, მინდა ოჯახური ბიზნესი დავიწყო, ჩემი ოცნებაა რესტორანი გავხსნა. ეს გეგმები მხოლოდ საქართველოს უკავშირდება, კარიერის დასრულების შემდეგ აუცილებლად სამშობლოში დავბრუნდები''.

მასალაში გამოყენებულია სფფ-ის პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Mundo Deportivo: „მამარდაშვილი ბარსელონასთან სასტარტოში იქნება“
Mundo Deportivo: „მამარდაშვილი ბარსელონასთან სასტარტოში იქნება“