ფაჩულიას ოჯახმა მუქარის წერილები მიიღო
Aa
Aa

ფაჩულიას ოჯახმა მუქარის წერილები მიიღო

ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელში მუქარის წერილები მიიღო. საქმე ეხება "სან ანტონიოს" ლიდერ კავაი ლეონარდთან შეჯახებას, რის შემდეგაც ლეონარდმა ტრავმა მიიღო - ამ ფაქტმა კი სპურსის გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია.

კავაი ლეონარდის ტრავმამ სან ანტონიოს მთავარი მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის აღშფოთებაც გამოიწვია, რომელმაც ფაჩულიას თამაში მკვლელობასაც კი შეადარა.

თავის დაზღვევის მიზნით, სკოლაში, სადაც ფაჩულიას შვილები სწავლობენ, დაცვა გაძლიერდა.

დღეს USA Today-სთან საუბარში ამ ფაქტს ქართველი კალათბურთელიც გამოეხმაურა.

"პოპოვიჩის სიტყვებმა დიდი გავლენა იქონია ბევრ ადამიანზე. ეს მესიჯი იყო გულშემატკივრებისთვის. ეს არ არის სწორი. სანამ რამეს იტყვი, უნდა დაფიქრდე. დამემუქრონ მე, მაგრამ ჩემს ოჯახს თავი დაანებონ. . ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილებს ამასთან საერთო არაფერი აქვთ და მათ არაფერი დაუშავებიათ.. ვერ ვიტან, რომ ჩემი ოჯახი ამის გამო ნერვიულობს. ისინი ამას არ იმსახურებენ“. - განაცხადა ფაჩულიამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები