Aa
Aa

"ფენერბაჰჩე" ევროლიგის გამარჯვებულია!

ევროლიგის 2016-2017 წლების ჩემპიონი თურქული "ფენერბაჰჩე" გახდა.

ფინალური შეხვედრა სტამბულში იყო დაგეგმილი და ისედაც ფავორიტ "ფენერს" საქმე ამანაც გაუიოლა.

ჟელიკო ობრადოვიჩის გუნდმა "ოლიმპიაკოსს" ერთი ამოსუნთქვით, 80:64 აჯობა და ტიტულს დამსახურებულად დაეუფლა.

მესამე ადგილისათვის გამართულ მატჩში "ცსკამ" მადრიდის "რეალს" 94:70 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები