ახალგაზრდა ძალოსნებმა ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
Aa
Aa

ახალგაზრდა ძალოსნებმა ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ძალოსანთა ნაკრები გუნდები ბაკურიანში შეკრებაზე იმყოფებიან.

ნაკრების წევრები და მწვრთნელთა გუნდი 12 წლის წინ, ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავზე მივიდნენ და სპორტსმენის ხსოვნას პატივი მიაგეს.

შეგახსენებთ,რომ 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მყოფი ქართველი მოციგავე, თამაშების ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათითი ადრე, სავარჯიშო დაშვების დროს დაიღუპა.

უისტლერის ტრასაზე მოძრავმა ქუმარიტაშვილმა მოსახვევში მართვა დაკარგა, ბარიერზე შეჯახების შემდეგ კი, ციგიდან გადმოვარდნილი, ტრასის მიღმა კონსტრუქციას შეეჯახა.

21 წლის ქართველი სპორტსმენი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქართველი ოლიმპიელი მშობლიურ ბაკურიანში დაკრძალეს. ქუჩას კი, სადაც ნოდარი ცხოვრობდა, მისი სახელი ეწოდა.

ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც თამაშებისას დაიღუპა.

2020 წლის დეკემბერში კი კანადაში საქართველოს საელჩოსა და ვანკუვერის ქართული დიასპორული ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით, ვანკუვერის ცენტრალურ "სტენლის პარკში" ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.

ვანკუვერის მერიის რეგულაციების შესაბამისად, ცნობილი და პოპულარული ვანკუვერელებისადმი მიძღვნილი მემორიალების მსგავსად, სტენლის პარკში განთავსებულ ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალსაც სპეციალური სკამის სახე აქვს,რომელზეც ნოდარისადმი მიძღვნილი წარწერაა გაკეთებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დათუნაშვილის მოგონება: ,,ერთმა შეცდომამ საქართველოს ჩემი თავი არასწორად გააცნო
დათუნაშვილის მოგონება: ,,ერთმა შეცდომამ საქართველოს ჩემი თავი არასწორად გააცნო"