,,ყოველ გატანილ გოლზე ბაბუა 25 თეთრს მჩუქნიდა
Aa
Aa

,,ყოველ გატანილ გოლზე ბაბუა 25 თეთრს მჩუქნიდა" - კაშიამ ბავშვობის წლები გაიხსენა

რამდენიმე თვის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, გურამ კაშია ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტის, ვლადიმირ ვაისის ბრატისლავას სლოვანს, ჯაბა კანკავასთან ერთად შეუერთდა.

კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველ ფეხბურთელთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა და გულშემატკივარს  სხვა კუთხითაც გააცნო. გამოცდილი მცველი ინტერვიუში ბავშვობასთან და ფეხბურთთან დაკავშირებულ პირველ მოგონებებს იხსენებს:

3 წლით დიდი ძმა და ბაბუა მყავს, რომელიც დინამო თბილისის დიდი გულშემატკივარია. მამა რაგბს თამაშობდა. როდესაც ჩემი ძმა 9 წლის გახდა, მამას სთხოვა, რომ საფეხბურთო სინჯებზე მიეყვანა. მცირე ასაკის ვიყავი და ვერ ვხვდებოდი სახლიდან ასე ხშირად რატომ გადიოდა. ჩემს გონებასაც იგივე სურდა, რაც ჩემს ძმას, მაგრამ მამა დარწმუნებული არ იყო, რომ 6 წლის ასაკში ამას შევძლებდი. მან მაინც მიპოვა გუნდი, სადაც ჯინსითა და სასკოლო მაისურით ვთამაშობდი. ფეხბურთი მაშინვე შემიყვარდა. სპორტის ეს სახეობა ჩვენს ოჯახში ჩემმა ძმამ შემოიტანა, ის ჩემი ინსპირაცია იყო. მისი ყოველთვის მადლობელი ვიქნები.

ბავშვობაში თამაში შემტევად მომწონდა, ბაბუა კი თითოეულ გოლზე, ჯილდოდ 25 თეთრს მაძლევდა. ეს იყო მოტივაცია დამეზოგა და ახალი ბუცები მეყიდა.

34 წლის მცველი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად ასპარეზობს, ასაკის მიუხედავად ბრწყინვალე ფიზიკურ კონდიციაშია, რაც მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

ეროვნულ ნაკრებში კაშიას დებიუტი 2010 წელს, მონტენეგროს წინააღმდეგ შედგა (0-0) და ამ დროში სულ, 93 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლია.

რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, ეს კი ნიშნავს, რომ კაპიტნის სამკლავურს სწორედ ვიცე-კაპიტანი გადაიბარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,კეინს ჰკითხეთ და იმედგაცრუებაზე ისიც მოგიყვებათ
,,კეინს ჰკითხეთ და იმედგაცრუებაზე ისიც მოგიყვებათ" - ევერტონს ხვიჩა ნამდვილად სურდა